1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, ეცნობებინათ გამგეობისთვის შეასრულეს თუ არა გამგეობის მინდობილობა სენაკის სკოლის საქმის შესახებ და ასევე, პასუხი გაეცათ იმ წერილების შესახებ, რომელიც გაეგზავნათ მათ ამას წინათ კომიტეტის წევრობის მსურველთა შესახებ. გამგეობამ დ. კარიჭაშვილის მოსაზრება გაითვალისწინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12307 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12307]; წვდომის თარიღი: 2019-11-15