1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალექსანდრე როინაშვილმა, რომ მუზეუმში შესანახად დაეთმოთ თამარ მეფის დიდი პორტრეტი, რომლის ადგილი კანცელარიაში დასაკიდად არ მოიძებნებოდა. გამგეობამ როინაშვილს თანხმობა განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12317 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12317]; წვდომის თარიღი: 2019-11-15