1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12325 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12325]; წვდომის თარიღი: 2019-11-20