1898 წლის 3 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეექვსე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა I სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე ანტონოვსკიმ, რომ ავადმყოფობის გამო დაეხმარონ მას 300 ან 400 თუმნით. გამგეობამ ელენე ანტონოვსკის თხოვნა ფულის უქონლობის გამო ვერ დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12383 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12383]; წვდომის თარიღი: 2019-11-20