1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის საკითხი, რომლის თანხაც შეადგენდა 10818 მანეთსა და 79 კაპიკს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წინადადებით, ეს თანხა ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო, ხოლო სარგებელი მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის დაარსებასა და მწერლის პუბლიცისტური, კრიტიკული და ისტორიული ნაშრომების გამოცემას.

წყარო: სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები | 1879-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12490 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12490]; წვდომის თარიღი: 2019-10-14