1919 წლის 30 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1914 წელს დაამთავრა ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია და 1917 წლამდე სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე. რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა მე-3 კურსზე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიხეილ კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13140 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13140]; წვდომის თარიღი: 2019-08-23