1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ზოგიერთი ბიბლიოთეკა გააუქმეს. თბილისის ერთი ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დახურეს, უმოქმედო იყო ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები, რომლებიც ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13237 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13237]; წვდომის თარიღი: 2020-02-21