1918 წელს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ ეროვნული საბჭოს წევრის, სიმონ მდივნის თანდასწრებით აღლუმი გაუმართა ქუთაისის გარნიზონის ჯარებს ყაზარმებში. ჯარის მდგომარეობით მინისტრი კმაყოფილი დარჩა და დეპეშით აცნობა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ პირველი დივიზიის შექმნის საქმე კარგად მიდიოდა.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 3 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1332 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1332]; წვდომის თარიღი: 2019-09-15