1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მიერ შედგენილი პროექტი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის საქმის წარმოების შესახებ. გოგიჩაიშვილს დაევალა გამგეობის მიერ გამოთქმული შენიშვნების მიხედვით გეგმის ჩასწორება და შემდეგ დასამტკიცებლად წარდგენა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13360 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13360]; წვდომის თარიღი: 2019-09-17