1909 წელს იაკობ ორჯონიკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი სტიპენდიისთვის 25 მანეთი დაემატებინათ და ეს თანხა 6 თვის გადასახადთან ერთად მისი სკოლის დირექტორისთვის გაეგზავნათ. გამგეობამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის გაეგზავნათ 75 მანეთი, ორჯონიკიძისთვის – 12 მანეთი და 50 კაპიკი, თან ეცნობებინათ, რომ შემდეგში დამატებით თანხას ვეღარ მიიღებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13381 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13381]; წვდომის თარიღი: 2019-08-21