ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ გადაწყვიტა თითქმის ხელუხლებელი თანხა, რომელიც გადადო წიგნებისა და სასწავლო ნივთებისათვის დამატებოდა იმ თანხას, რომელსაც კრება გადადებდა და ამ სახით აღმოეჩინა სრული დახმარება ყველა გაჭირვებული სკოლისთვის. დახმარება გაჭირვებულ სკოლებს სწორად და სამართლიანად უნდა განაწილებოდა. მმართველობა ფიქრობდა, რომ დახმარების თანაბრად განაწილება უფრო გაუადვილდებოდა, რადგან ცნობები ქუთაისისა და თბილისის გუბერნიის სკოლებზე მიღებული ჰქონდათ სკოლების დირექციებისგან და მასწავლებლებისგან. 80 სკოლა დაახლოებით 1500 მანეთის დახმარებას ითხოვდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიური ანგარიში | 1881-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13458 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13458]; წვდომის თარიღი: 2019-06-20