1907 წლის 1-ელ (2) ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ბიბლიოთეკების წიგნების რაოდენობა სრულად არ იყო აღრიცხული. ქართული და რუსული წიგნი უნდა ყოფილიყო 19192 ცალი, მაგრამ აღრიცხვის შემდეგ ადგილზე 9313 ცალი აღმოჩნდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი ნიკოლოზ გოგიტიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13723 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13723]; წვდომის თარიღი: 2019-06-24