1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების თებერვლის ხარჯთაღრიცხვა. 1-ლ ბიბლიოთეკას დარჩა 27 მან. 68 კაპ. II ბიბლიოთეკას – 10 მან. 29 კაპ. ოქმს ხელს აწერენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და წევრები: ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 13891 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/13891]; წვდომის თარიღი: 2019-10-17