1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების წლიურ ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი და თავმჯდომარის მოადგილე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, მმართველობის წევრები: ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14491 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14491]; წვდომის თარიღი: 2019-08-26