1899 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ანა ნიკოლოზის ასულ ბეგთაბეგოვის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც აღმოჩნდა 18. 37 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გრიგოლ ყიფშიძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14531 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14531]; წვდომის თარიღი: 2019-06-24