1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას განუმარტა იაკობ ნიკოლაძის რთული მდგომარეობის მიზეზი და დახმარება სთხოვა. ილიას ძეგლის ასაგებად საფრანგეთიდან თავისი სურვილით ჩამოსული მოქანდაკე საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა – საქმეს ვერც საქართველოში შოულობდა, ვეღარც პარიზში მიემგზავრებოდა, სადაც მას დაქირავებული ატელიეს დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, თუ უახლოეს დღეებში ქირას არ გაუგზავნიდა, იარაღებსა და ხელსაწყოს გამოუყრიდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14565 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14565]; წვდომის თარიღი: 2019-06-18