1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხალავამ წერილით მიმართა გამგეობას და ფინანსურად გაჭირვებული მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისთვის ილია ჭავჭავაძის ფონდიდან 100 მანეთის გამოყოფა სთხოვა. ნიკოლაძეს პურის ფულიც არ ჰქონდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14567 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14567]; წვდომის თარიღი: 2019-09-17