1901 წელს ივანე გიორგის ძე აბაშიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის უნდა ეცნობებინა, რამდენად დიდი იყო ზესტაფონში სამკითხველოს გახსნის ინტერესი, საზოგადოებას წლიურად რა თანხის გაცემა დასჭირდებოდა და ვინ იქნებოდა სამკითხველოს დირექტორი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი