ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის დასახმარებლად მიმართვა დაუგზავნა ქართულ დაწესებულებებს: შავი ქვის (მანგანუმის) მწარმოებელთა კრების საბჭოს, ქალაქის თვითმმართველობებს, თავად-აზნაურთა კრებებსა და ბანკებს, – წერს გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა და დასძენს, რომ ყველგან დიდი თანაგრძნობით მიეგებნენ მოწოდებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14818 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14818]; წვდომის თარიღი: 2019-09-17