1908 წლის 4 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით, მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძეს უნდა გაეკეთებინა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლი მამადავითის მთაზე. მას გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5 800 მანეთი. სამუშაოს ჩაბარების ვადა იყო 1910 წლის 10 მაისი. მასვე ევალებოდა ქანდაკების გამზადება პარიზიდან საქართველოში გადმოსაგზავნად, ხოლო სამგზავრო ხარჯები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა დაეფარა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 14926 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/14926]; წვდომის თარიღი: 2019-11-12