1909 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სთხოვს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს, მიაწოდონ 15 სექტემბრის საგანგებო კრების მიერ ილიას ძეგლისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი და საზოგადო კრების სხვა შემოწირულობანიც, რათა დროულად მოხერხდეს იაკობ ნიკოლაძისთვის კუთვნილი 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15287 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15287]; წვდომის თარიღი: 2019-09-17