1908 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან შექმნილმა კომისიამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი) დაადგინა, იაკობ ნიკოლაძეს ბედ გადასცემოდა 15 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის მოდელის გასაკეთებლად, რომლის სიმაღლე იქნებოდა ერთ არშინამდე. მოქანდაკეს ასევე დაევალა, მოდელთან ერთად კომისიისთვის განსახილველად წარედგინა დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვაც. დადგენილებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა. ამავე საბუთზე იაკობ ნიკოლაძემ ხელმოწერით დაადასტურა აღნიშნული თანხის – 150 მანეთის – მიღება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15315 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15315]; წვდომის თარიღი: 2019-09-15