1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის გამგის საკითხის განხილვისას გიორგი ყაზბეგმა, იაკობ ღულაძემ და ალექსანდრე მდივანმა მხარი დაუჭირეს ფილიპე გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე კი  მიიჩნევდნენ, რომ უნდა დაეკმაყოფილებინათ შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15350 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15350]; წვდომის თარიღი: 2019-09-17