1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განსახილველად დასვა საკითხი, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი ხელახლა მიეღოთ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ, თუ 21 მაისის სხდომის დადგენილება დარჩენილიყო ძალაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15371 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15371]; წვდომის თარიღი: 2019-09-15