1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ ზოგი დელეგატი (ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი) მომხრე იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად გამოცხადებულიყო კონკურსი, ნაწილი (სამსონ ფირცხალავა, პ. სურგულაძე, გიორგი გვაზავა, ლუარსაბ ბოცვაძე) იაკობ ნიკოლაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს; ფილიპე გოგიჩაიშვილს არ აკმაყოფილებდა მოდელი, მაგრამ მიაჩნდა, რომ თავად ავტორი შეძლებდა მის შესწორებას; ალექსი მირიანაშვილის აზრით კი, თუ მომავალში ილიას ერევნის მოედანზე დაედგმებოდა ძეგლი, მაშინ წარმოდგენილი მოდელი მისაღები იქნებოდა და კონკურსი აღარ იყო საჭირო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15389 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15389]; წვდომის თარიღი: 2019-09-20