1909 წელს გიორგი ყაზბეგმა მოხსენებაში აღნიშნა გამგეობის წევრების დადგენილება, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიაში უწესრიგობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოებები: მაღაზიას ანგარიშის წესი განსაზღვრული არ ჰქონდა, მას გამგეობა არ აკონტროლებდა და იმ პირებს, რომელთაც მაღაზიის საქმე ჰქონდათ მინდობილი, იურიდიული პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15492 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15492]; წვდომის თარიღი: 2019-06-20