1910 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას განცხადება გარდაცვლილი მარიამ ივანეს ასული დემურია-ივანიშვილის ნაცვლად ნაძალადევის ბიბლიოთეკაში სხვა პასუხისმგებელი პირის წარდგენის შესახებ. სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი გაეგზავნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1910-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15687 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15687]; წვდომის თარიღი: 2019-09-20