1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის განცხადება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ანდერძის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხზე წერილობითი მოხსენების გაკეთება ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძეს, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს, ვ. ბესელაშვილს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილსა და ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 15876 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/15876]; წვდომის თარიღი: 2019-08-20