1920 წლის 2 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 25 მარტს ნოე ჟორდანიამ თავის მოხსენებაში განაცხადა: „პრინციპულად ბოლშევიკები სცნობენ ერთა თვითგამორკვევას, მაგრამ პრაქტიკულად დღევანდლამდის მათი დამოკიდებულება ჩვენთან ისეთია, როგორც იყო მოხალისეების მხრიდან, როგორც მოხალისეები არ გვცნობდნენ... მათ როგორც წინათ არ სურდათ მენშევიკებთან მეგობრობა, არც ახლა სურთ“.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1597 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1597]; წვდომის თარიღი: 2019-06-27