1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1664 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1664]; წვდომის თარიღი: 2020-02-27