საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ ხანებში მთავრობას მიუმართავს დავით ჭავჭავაძისათვის თხოვნით, ცხენოსანი ჯარი შეექმნა, მაგრამ მას საკუთარი პირობები წამოუყენებია, ალექსანდრე სულხანიშვილის თქმით, (ინფორმაცია არაზუსტია) ის მოითხოვდა სამი ბრიგადის ჩამოყალიბების უფლებასა და სრულ უფლებამოსილების მიღებას მტკიცე დისციპლინის შესატანად ჯარში. რის გამოც მთავრობა არ დათანხმდა. ცოტა დროის გასვლის შემდეგ კვლავ მიმართა მთავროიბამ თხოვნით, სასწრაფოდ შეექმნა ცხენოსანთა ჯარი, მაგრამ ჭავჭავაძე უარზე იდგა, ასეთ მოკლე ხანში, მტერი რომ კარს არის მომდგარი ვერ მოვასწრებ ჩამოყალიბებასო. ნოე ჟორდანიას მიუმართავს : გვიშველე თავადო, სამშობლო განსაცდელშია. თქვენც ისევე უნდა დაგვეხმაროთ ამ გაჭირვების ჟამს ,როგორც თქვენს მამა- პაპას უბრძოლია ქვეყნისათვისო.

წყარო: მოგონებები შეფიცულთა რაზმზე | 2007-2007
წყაროს ტიპი: წიგნი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1680 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1680]; წვდომის თარიღი: 2019-10-20