1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა, წინასწარ მიეცათ თავისი ფონდიდან ათას ხუთასი მანეთი. გამგეობამ გაითვალისწინა ფონდის წესები, რომელთა მიხედვით ამის უფლება არ ჰქონდათ, და უარი უთხრეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17058 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17058]; წვდომის თარიღი: 2019-09-16