ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა.ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17106 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17106]; წვდომის თარიღი: 2019-10-21