1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვის თხოვნა 300 მანეთის მიცემის შესახებ „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასასმელად და დაადგინა, მიეცათ 100 მან. ოქმს ხელი მოაწერეს:  თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ეკატერინე გაბაშვილისამ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და იაკობ გოგებაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17131 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17131]; წვდომის თარიღი: 2019-10-16