1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17221 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17221]; წვდომის თარიღი: 2019-09-16