1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იოსებ იულონის ძე დადიანი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 147 წევრი, ინახავდა სკოლას თავისი სამკითხველოთი, შემოსავალი შეადგენდა 6500 მანეთსა და 92 კაპიკს, გასავალი – 5961 მანეთსა და 56 კაპიკს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17270 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17270]; წვდომის თარიღი: 2020-04-09