1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მარტყოფის ბიბლიოთეკას 1168 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან 341 მოთხრობა-პიესა იყო, 194 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 30 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 125 –საბუნებისმეტყველო, 92 – სასოფლო-სამეურნეო, 70 – საზოგადოებრივი და 316  ჟურნალი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური კრების მოხსენებები, ანგარიშები და ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17537 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17537]; წვდომის თარიღი: 2019-08-24