1879 წლის 17 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას 500 მანეთი კრედიტი უნდა გამოეყენებინა: სკოლისთვის სახლის დასაქირავებლად, საჭირო საკანცელარიო ნივთებისა და სასწავლებლის ზედამხედეველებისთვის ავეჯის შესაძენად, შეშისთვის და წვრილმანი ავეჯისთვის, როგორიც არის მაგ: ბიდონი, ცოცხები და სხვა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17542 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17542]; წვდომის თარიღი: 2019-10-14