1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ თანახმად ილია კარგარეთელის თხოვნისა, მიეცათ მისთვის 50 მან. და ჩამორთმეოდა პირობის ქაღალდი, რომ იგი სრულიად უთმობდა საზოგადოებას სახალხო სიმღერების კრებულის საავტორო უფლებას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17607 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17607]; წვდომის თარიღი: 2019-10-21