1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამგეობა ცდილობდა, ხელუხლებელი ძირითადი თანხა გაეზარდა და ძლიერი სასკოლო ფონდი შეექმნა. თანხების წლიური სარგებლის ერთი მეათედი ძირითად თანხას ემატებოდა, ხოლო ცხრა მეათედი იხარჯებოდა. ძირითადი თანხა მუდმივად იზრდებოდა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება საზოგადოების წევრთა წლიური კრებისადმი | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17618 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17618]; წვდომის თარიღი: 2019-10-23