1912 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია არა ახალი სკოლების დაარსებას, რაც შეუძლებელიც იყო უსახსრობის გამო, არამედ არსებული სკოლების მდგომარეობის გაუმჯობესებას. წინა წლებთან შედარებით საანგარიშო წლის განმავლობაში გამგეობამ უფრო მეტი თანხა დახარჯა, რომ სწავლა-აღზრდის საქმე რაციონალურ ნიადაგზე დაეყენებინა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება საზოგადოების წევრთა წლიური კრებისადმი | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17621 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17621]; წვდომის თარიღი: 2019-10-23