1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას გამგეობამ მოახსენა, რომ მაღაზიაში წიგნების ანგარიში, რომელიც ასევე სარევიზიო კომისიასაც უნდა გადაემოწმებინა, გასწორებული იყო. ასევე მოახსენა, რომ გამგეობამ მეტი ყურადღება იმ კომისიის მუშაობას მიაქცია, რომელსაც საზოგადოების მომავალი სამოქმედო გეგმა უნდა შეედგინა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება საზოგადოების წევრთა წლიური კრებისადმი | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17625 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17625]; წვდომის თარიღი: 2019-10-23