1899 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მდივან ალექსანდრე მიქაბერიძის მოხსენება ქ. მაინცში საერთაშორისო საბეჭდი ანბანებისა და მანქანების გამოფენაში საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. მომხსენებელსა და გრიგოლ ყიფშიძეს მიენდოთ ამ საკითხზე მოსაზრებების წარდგენა გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17680 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17680]; წვდომის თარიღი: 2019-11-13