ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17766

ფაქტი 17766

1911 წლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გამოცემული ჰქონდა შემდეგი წიგნები: დავით კლდიაშვილის – მოთხრობები, ვაჟა-ფშაველას – „რუხი მგელი“ და ლექსი „მოგონება“, ფილიმონ ქორიძის – ნოტები არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ლექსზე „ნუ მღერი ტურფავ“, „ბროლის ყელმან“, „შავი შაშვი“, „ინდი მინდი“ და „საყვარელსა განმაშორა“, ანასტასია წერეთლის თარგმანები – „კონა“ და ბულგარელი მწერლის, ცშოკეს მოთხრობა „ოქროს მოყვარულები“, ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17766; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .