1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორის სემინარიაში სტიპენდიატების მიღების პირობების შესახებ. ამ პირობების მიხედვით, სტიპენდიატი არ უნდა ყოფილიყო 16 წელზე ნაკლები, გამოცდები კონკურსით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო პანსიონში შენახვის ხარჯები უნდა დაწესებულიყო პირველ წელს 160 მანეთი, შემდეგ კი – 130 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17974 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17974]; წვდომის თარიღი: 2019-10-17