1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის თხოვნა, რომ საზოგადოებას განეხილა და შეესყიდა მისგან 200 მანეთის „ქართული წერის დედანი“. საზოგადოება თუ არ შეისყიდდა 200 მანეთის დედანს, მაშინ ანთიმოზ ჯუღელისთვის უნდა ესესხებინა 200 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შრომა წყალში ჩაეყრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17976 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17976]; წვდომის თარიღი: 2019-10-14