1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ოლღასა და წყნეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 250 კვადრატული საჟენი იყო, ვერ განხორციელდა საზოგადოების მუზეუმთან დაკავშირებული გეგმა, რომელიც განსვენებულმა დავით სარაჯიშვილმა თავის არქიტექტორს ბერლინში შეადგენინა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სიმონ კლდიაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ალ. პ. სარაჯიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 17994 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/17994]; წვდომის თარიღი: 2019-10-24