1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. გამგეობამ განიხილა 21 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი, რომელიც სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლს და ასევე სენაკის სკოლის ინსპექტორის აზრს ეხებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევით თავმჯომარესთვის მიეწერათ, რომ სკოლაში სწავლა განეხორციელებინათ იმ პროგრამით, რომელიც მათ საზოგადოებამ გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18020 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18020]; წვდომის თარიღი: 2019-10-15