1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპმა გამოუგზავნა წერილი, რომელითაც იუწყებოდა, რომ პარიზიდან ერთი სომეხი ანტიკვარი სთავაზობდა „ვეფხისტყაოსნის“ მინიატურები ეყიდა. უორდროპმა სურათები პარიზიდან შესამოწმებლად გამოითხოვა, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით სურათი გადაუღო და თბილისში გამოუგზავნა. აღმოჩნდა, რომ სურათები იმ ხელნაწერიდან იყო ამოჭრილი, რომელიც ფრიდონ წერეთელმა საზოგადეობას დაუბრუნა. ხელნაწერიდან სულ ათი სურათი იყო ამოჭრილი, მათ შორის ცხრა საუკეთესო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18450 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18450]; წვდომის თარიღი: 2019-09-15