1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქართველ მემამულეთა კომიტეტს პარიზში გამოფენისთვის უფასოდ დათმობოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი და საზოგადოების ფოტოგანყოფილებიდან როინაშვილის ნაანდერძევი ფოტოკოლექცია „ჩვენი ცხოვრების სურათების“ 2-2 ცალი ფოტო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18583 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18583]; წვდომის თარიღი: 2019-10-20